საქართველოს რკინიგზა - დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იქმნება ძაბვის პრობლემები, მგზავრებს ვთავაზობთ ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას
საქართველოს რკინიგზა - დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იქმნება ძაბვის პრობლემები, მგზავრებს ვთავაზობთ ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართვს და განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, მატარებლების გადაადგილებისას შეფერხებები გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რკინიგზა მგზავრებს ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს.

„დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.