„112“-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
„112“-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა – „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტი“.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

„სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს“, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციაში.