თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

მათივე ცნობით, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება.

ამასთან, როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.