საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მასთან დასაკავშირებელ ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს

15:32, 10.03.2023

ტექნიკური ხარვეზის გამო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მასთან დასაკავშირებელ ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს.

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობს.

„ტექნიკური ხარვეზის გამო 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384;  591946840; 591946870; 591544375.

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი