ზურაბ ჟვანიას იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას.
დღეს ზურაბ ჟვანიას 54 წელი შეუსრულდებოდა.