პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგო 

18:20, 09.12.2017

ზურაბ ჟვანიას იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას.

დღეს ზურაბ ჟვანიას 54 წელი შეუსრულდებოდა.

მსგავსი