რაგბი | ზურაბ ჟვანია კარიერას ამერიკაში გააგრძელებს #1TVSPORT
რაგბი | ზურაბ ჟვანია კარიერას ამერიკაში გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, ზურაბ ჟვანია კარიერას აშშ-ში, „ჩიკაგო ჰაუნდსში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„32 წლის ქართველ მორაგბე ზურაბ ჟვანიასთან მიღწეულია შეთანხმება და ის კარიერას „ჩიკაგო ჰაუნდსში“ გააგრძელებს. ქართველი მორაგბე სხვადასხვა დროს „სტად ფრანსეს”; „უოსპისა” და „გრენობლის” ღირსებას იცავდა“.

2021 წლიდან „გრენობლის“ შემადგენლობაში ჟვანიამ 24 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 13 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და სამი ლელო დადო.

ჟვანია მეორე ქართველი მორაგბეა, რომელიც ამერიკის სარაგბო ლიგაში (MLR) ითამაშებს, მანამდე ამერიკაში ნიკოლოზ ხატიაშვილი ასპარეზობდა, რომელიც „ჰიუსტონ საბერქეთსის“ ღირსებას იცავდა.

ჟვანიას საქართველოს ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 10 ლელო აქვს დადებული.