ბექა ოდიშარია - რომ არა აპოკალიფსური მოვლენები სააკაშვილის ცრუ ქარიზმასთან მიმართებაში, ზურაბ ჟვანია იქნებოდა ღირსეული ლიდერი, საქართველო არ წავიდოდა ნგრევისა და ტერიტორიების დაკარგვის გზით
ბექა ოდიშარია - რომ არა აპოკალიფსური მოვლენები სააკაშვილის ცრუ ქარიზმასთან მიმართებაში, ზურაბ ჟვანია იქნებოდა ღირსეული ლიდერი, საქართველო არ წავიდოდა ნგრევისა და ტერიტორიების დაკარგვის გზით

რომ არა ის აპოკალიფსური მოვლენები, რომელიც განვითარდა სააკაშვილის ცრუ ქარიზმასთან მიმართებაში, ზურაბ ჟვანია იქნებოდა ღირსეული ლიდერი და საქართველო წავიდოდა არა ნგრევის გზით, არამედ გაცილებით დიდი ხნით ადრე მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ჟურნალისტებთან ოდიშარიამ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

„პირველად საქართველოს პარლამენტში, როგორც თანამშრომელმა, ფეხი შემოვდგი 1998 წელს და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანმა. ის იყო დიდთან დიდი და პატარასთან – პატარა, საოცარი ანალიტიკური აზროვნების უნარით, საოცარი ადამიანური მიდგომებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი ძალაუფლება, ის იყო ძალიან დემოკრატიული და მუდმივად ცდილობდა, რომ მის ირგვლივ მოტრიალე გუნდი გაზრდილიყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა ის აპოკალიფსური მოვლენები, რომელიც განვითარდა სააკაშვილის ცრუ ქარიზმასთან მიმართებაში, ზურაბ ჟვანია იქნებოდა ღირსეული ლიდერი და საქართველო წავიდოდა არა ნგრევის, ძარცვისა და ტერიტორიების დაკარგვის გზით, არამედ მართლაც ისე, როგორც მან აღნიშნა, რომ ის არის ქართველი და მაშასადამე, ევროპელი. ჩვენ გაცილებით დიდი ხნით ადრე მივიღებდით კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ზურაბ ჟვანია გარდაცვალების შემდეგ „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოვდა. ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტში გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას გადასცა.