პრემიერი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო.

ბატონი გია დიდი გამოცდილების მქონე, ნამდვილი პროფესიონალი იყო, რომელიც ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების საქმეში.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ჭანტურიას ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.