გია ცეცაძე - „საბურთალოში“ თამაშის სურვილი თუ ექნება, ჭანტურიას სიამოვნებით დავიმატებდი
გია ცეცაძე - „საბურთალოში“ თამაშის სურვილი თუ ექნება, ჭანტურიას სიამოვნებით დავიმატებდი
„საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა გია ცეცაძემ გიორგი ჭანტურიას შესახებ ილაპარაკა,
 
შეიძლება თუ არა, რომ ჭანტურია „საბურთალოში“ ვიხილოთ. გია ცეცაძემ ამაზე საუბრისას სინანული გამოხატა, რომ 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც „საბურთალოს“გაზრდილია და ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, ახლა უგუნდოდაა.
„ჭანტურიასთვის ფეხბურთისთვის თავის დანებება ჯერ ნაადრევია და ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება. მას ყველა ის თვისება გააჩნია, რაც მაღალი დონის ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. გიორგისთან მოსვლასა და თამაშზე კონკრეტულად არ მილაპარაკია, მაგრამ ჩვენთან თამაშის სურვილი თუ ექნება, სიამოვნებით დავიმატებდი. მისი ნიჭის მქონე მოთამაშის ფეხბურთიდან წასვლაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს“ – ამბობს გია ცეცაძე:
ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელზე კარიერის დასაწყისში დიდ იმედებს ამყარებდნენ – ერთი პერიოდი „ბარსელონას“ ასაკობრივ გუნდშიც ირიცხებოდა და კატალონიელთა მთავარ გუნდში „ბოლივართან“ ამხანაგურ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერლიგის ეკატერინბურგის „ურალის“ დატოვება მოუხდა. იყო მოლაპარაკება ამერიკულ „სან ხოსესთან“, სადაც ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობენ. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამერიკული ლიგის გრანდ „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ ვარჯიშობდა და მთავარი მწვრთნელისთვის თავის მოწონებას ცდილობდა. მერე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება თურქეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ კლუბთან დაიწყო, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა.
დატოვე კომენტარი