გიორგი ჭანტურია „საბურთალოში“ ბრუნდება
გიორგი ჭანტურია „საბურთალოში“ ბრუნდება

გიორგი ჭანტურია ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში ბრუნდება – საქართველოს ნაკრების 26 წლის ექს-თავდამსხმელი „საბურთალოში“ ითამაშებს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.

გიორგი ჭანტურია „საბურთალოს“ გაზრდილია, საიდანაც 2010 წელს „ბარსელონას“ ასაკობრივ გუნდში გადავიდა. კატალონიური გრანდის მთავარ გუნდში ერთხელ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

ამის შემდეგ იყო არნემის „ვიტესი“, „ალანია“, „კლუჟი“, „ჰელას ვერონა“, „დუისბურგი“, ბოლოს კი ეკატერინბურგის „ურალი“, რომელთანაც 2018 წლის დეკემბერში ჭანტურიამ კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

2019 წლის ზაფხულში ჭანტურია თურქულ გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ ხელშეკრულება ამ გუნდთან არ გაუფორმებია.

„საბურთალოსა“ და ჭანტურიას ურთიერთობა მოულოდნელად, რამდენიმე დღის განმავლობაში დალაგდა. ორიოდე შეხვედრის შემდეგ, თავის ყოფილ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

„საბურთალოსთან“ გიორგი ჭანტურია კონტრაქტს ოფციონის წესით, 1+1 წლით გააფორმებს.