„საბურთალო” ადასტურებს - ჭანტურიამ გუნდი დატოვა
„საბურთალო” ადასტურებს - ჭანტურიამ გუნდი დატოვა

გიორგი ჭანტურიამ თბილისის „საბურთალო“ დატოვა – გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად საქართველოს პირველ არხთან კლუბის პრეს-სამსახურის უფროსმა კახა მგელაძემ დაადასტურა.

„საბურთალოს“ წარმოამდგენლის განმარტებით, „საბურთალოსა“ და გიორგი ჭანტურიას შორის არსებობდა შეთანხმება, მაგრამ თანამშრომლობაზე საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ.

„საბურთალომ“ გიორგი ჭანტურია 31 იანვარს წარადგინა – მასთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. საქართვველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 26 წლის თავდამსხმელი (14 მატჩი, 2 გოლი) სწორედ „საბურთალოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერა ამ კლუბიდან დაიწყო.

მაგრამ ესპანურ შეკრებაზე გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა – „საბურთალო“ დატოვა გია ცეცაძემ, რომელიც მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა. გუნდში ჭანტურიას მიყვანა მისი იდეა იყო და შედეგად ფეხბურთელთან თანამშრომლობაც ვერ შედგა.

დატოვე კომენტარი