კინოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ფილმის „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ variety ავრცელებს.
“ბეჭდების მბრძანებელი” კომპანია ამაზონის ერთ-ერთი ძვირადღირებული სერიალი იქნება. საავტორო უფლებებისთვის კომპანიამ 250 მილიონი დოლარი გადაიხადა და შოუს ორი სეზონი უკვე შეუკვეთა .
წინასწარი ინფორმაციით, გადაღებების ხარჯმა უკვე 500 მილიონს გადააჭარბა.
“ბეჭდების მბრძანებელი კულტურული ფენომენია, რომელიც ლიტერატურისა და ფილმების მოყვარულ ადამიანთა თაობებს წარმოუდგენელ სამყაროში აცხოვრებს. ჩვენთვის პატივია, რომ სატელევიზიო ვერსიის გადაღების უფლება მოვიპოვეთ და მალე ბეჭდების მბრძანებლის გულშემატკივრებს შუახმელეთში ახალ მოგზაურებს შევთავაზებთ”, -განაცხადა ამაზონის წარმომადგენელმა.