პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო [ფოტო]
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო [ფოტო]

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო. „ორმაგი ბიჭი“ პირველი ფილმია, რომელსაც ტაილანდელი რეჟისორები და პროდიუსერები საქართველოში გადაიღებენ.

სერიალის სიუჟეტი რეალურ ისტორიაზეა აგებული და ტაილანდელი სიამის ტყუპი ძმების თავგადასავალს გადმოსცემს. ფილმის სიუჟეტის თანახმად, ზრდასრულ ასაკში ტყუპები განცალკევებას გადაწყვეტენ, მსოფლიოში ცირკის მსახიობებთან ერთად მოგზაურობენ და ქირურგს ეძებენ, ვინც მსგავსი ოპერაციის გაკეთებას შეძლებს.

მრავალსერიანი ფილმის კადრები გადამღებმა ჯგუფმა სვანეთში, სართიჭალაში, ქუთაისსა და თბილისში გადაიღო.

დრამატული ფინალის მქონე სერიალი ეკრანებზე 2019 წლის ბოლოს გამოვა.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე 26 უცხოური ფილმია გადაღებული. წელს გადაღებები 15 ფილმზე დასრულდა, 11 ფილმზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.