პოლონეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ
პოლონეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ

პოლონეთში ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბარტოშ ციხოცკიმ გააკეთა.

ბარტოშ ციხოცკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება საპასუხო ზომებზე ფიქრობს, იქნება ეს საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, თუ ინდივიდუალური. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთი ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს.

„თუ არ იქნება ძლიერი პასუხი, რუსეთის პოლიტიკა ჩვენთვის საშიში მიმართულებით სამომავლოდაც გაგრძელდება“, – განაცხადა ბარტოშ ციხოცკიმ.

დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას. ამის გამო, ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტის გაწყვეტისა და რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.