პოლონეთის საელჩო - ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო
საქართველოში პოლონეთის საელჩო შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საელჩოს სამძიმრის წერილში.