პოლონეთის საელჩო – ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო

13:27, 25.08.2020

საქართველოში პოლონეთის საელჩო შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საელჩოს სამძიმრის წერილში.

 

 

 

მსგავსი