ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა ზურა ჭანტურია მივიდა.
ზურა ჭანტურიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ის პოლიციაში ადვოკატის გარეშე შევიდა. ზურა ჭანტურია პოლიციაში მეორედ გამოიკითხება. მისი გამოკითხვის მცდელობა პოლიციას ჭანტურიების სახლის განმეორებით ჩხრეკის შემდეგაც ჰქონდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს ვერ მოხერხდა.
გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.