შსს გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შსს გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია, დაკავებულ გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლის შესახებ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 17 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით გათავისუფლდა. გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, სხვა ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა. შესაბამისად, გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით. აღნიშნული არის დანაშაულის გამოძიების სტანდარტული და ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა. შესაბამისად, ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”,- აღნიშნულია განცხადებაში.