რუსთავის პოლიციის უფროსი - სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს
რუსთავის პოლიციის უფროსი - სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსის თამაზ მეშველაშვილის განცხადებით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რუსთავთან ახლოს საგამოძიებო ღონისძიებებში სამაშველო სამსახურია ჩართული.

„მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური. დამატებით კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებთ”,- განაცხადა მეშველაშვილმა.​

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რუსთავთან ახლოს სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებენ.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები. რას ეძებენ მტკვარში, ჯერ უცნობია.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.