სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რუსთავთან ახლოს სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებენ.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მყვინთავები და მაშველები ამ წუთებში მდინარე მტკვარში ნავით არიან შესული და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

რას ეძებენ მტკვარში, ჯერ უცნობია.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.