მტკვარში სავარაუდოდ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის იარაღს ეძებენ

10:26, 22.01.2018

რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ ისინი სპეციალური მოწყობილობით გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარ მტკიცებულებას, იარაღს ეძებენ.

შსს-ში ადასტურებენ, რომ მოქმედებები ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

მსგავსი