რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ ისინი სპეციალური მოწყობილობით გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარ მტკიცებულებას, იარაღს ეძებენ.
შსს-ში ადასტურებენ, რომ მოქმედებები ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.