პლაჟის ფეხბურთი - ბათუმის „დინამო“ ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა
ბათუმის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე გამოსვლა დაასრულა. პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონი მეოთხედფინალში „ლოძს“ შეხვდა.
ბათუმის „დინამომ“ პოლონეთის ჩემპიონთან ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, საბოლოოდ, მეტოქემ თავისი შანსებით უკეთ ისარგებლა, 9:5 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
წაგების მიუხედავად, ბათუმის „დინამომ“ ისტორიულ შედეგს მიაღწია – ქართული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის რვა საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდა.