პლაჟის ფეხბურთი – ბათუმის „დინამო“ ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა

00:36, 02.06.2018

ბათუმის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე გამოსვლა დაასრულა. პორტუგალიის ქალაქ ​ნაზარეში მიმდინარე ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონი მეოთხედფინალში „ლოძს“ შეხვდა.

ბათუმის „დინამომ“ პოლონეთის ჩემპიონთან ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, საბოლოოდ, მეტოქემ თავისი შანსებით უკეთ ისარგებლა, 9:5 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

წაგების მიუხედავად, ბათუმის „დინამომ“ ისტორიულ შედეგს მიაღწია – ქართული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის რვა საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდა.

მსგავსი