პლაჟის ფეხბურთი - ჩემპიონთა თასზე ბათუმის „დინამოსთან“ ერთად, „თელავიც“ ითამაშებს #1TVSPORT
პლაჟის ფეხბურთი - ჩემპიონთა თასზე ბათუმის „დინამოსთან“ ერთად, „თელავიც“ ითამაშებს #1TVSPORT

პლაჟის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა. ბათუმის „დინამოსთან“ ერთად, ევროპის ჩემპიონთა თასის ახალ გათამაშებაში საქართველოს ვიცე ჩემპიონი „თელავიც“ იასპარეზებს.

ბათუმის „დინამო“ M ჯგუფში მოხდა, სადაც 3 გუნდია. საქართველოს ჩემპიონის მეტოქეები არიან: „სპარტაკი“ (ბულგარეთი) და „სოტაო“ (პორტუგალია). აღსანიშნავია, რომ წილისყრაზე რეიტინგის გამო „დინამო“ ჯგუფის პირველ ნომრად იყო განთესილი.

„თელავი“, რომელიც ტურნირზე პირველად მოხვდა, F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მოწინააღმედეგები იქნებიან „არტურ მუსიკლი“ (უკრაინა), „მელისტარი“ (ესპანეთი) და „ბუარცოსი“ (პორტუგალია).

პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ბოლო ჩემპიონატი 27 მაისს დასრულდა. ფინალში ბათუმის „დინამო“ „თელავს“ შეხვდა და დიდი უპირატესობით დაამარცხა 8:1.

ტურნირს პორტუგალიის ქალაქი ნაზარე უმასპინძლებს. მატჩები 12-18 ივლისს გაიმართება.