ფეხბურთელები, რომელთა ფასმა ყველაზე მეტად აიწია ევრო 2020-ის შემდეგ #1TVSPORT
ფეხბურთელები, რომელთა ფასმა ყველაზე მეტად აიწია ევრო 2020-ის შემდეგ #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატმა, ტრადიციულად, გაზარდა იმ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება, რომლებმაც სხვებზე უკეთ წარმოაჩინეს თავი. ყველაზე გაძვირებული მოთამაშეების TOP10-ში მოხვდა ოთხი ინგლისელი, ორი იტალიელი, ორი დანიელი, თითო ესპანელი და უკრაინელი.

ევრო 2020-ის შემდეგ ყველაზე მეტად გაძვირებული ფეხბურთელების ტოპ-ათეული:

პედრი (ესპანეთი) – 70-დან 80 მილიონამდე (მატება 10 მლნ)

ფედერიკო კიეზა (იტალია) – 60-დან 70 მილიონამდე (10 მლნ)

კელვინ ფილიპსი (ინგლისი) – 30-დან 40 მილიონამდე (10 მლნ)

ლუკ შოუ (ინგლისი) – 35-დან 42 მილიონამდე (7 მლნ)

მიკელ დამსგორი (დანია) – 13-დან 20 მილიონამდე (7 მლნ)

იოაკიმ მელე (დანია) – 13-დან 19 მილიონამდე (6 მლნ)

დეკლან რაისი (ინგლისი) – 65-დან 70 მილიონამდე (5 მლნ)

ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) – 60-დან 65 მილიონამდე (5 მლნ)

ჰარი მაკგუაირი (ინგლისი) – 45-დან 50 მილიონამდე (5 მლნ)

ილია ზაბარნი (უკრაინა) – 6-დან 11 მილიონამდე (5 მლნ)