ჩემპიონთა თასი პლაჟის ფეხბურთში – საქართველოს ჩემპიონი მერვედფინალშია

01:16, 30.05.2018

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში პლაჟის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება მიმდინარეობს.

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” გერმანიის ჩემპიონი “რუბენ როსტოკი” ანგარიშით 5:4 დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

დუბლით თავი გამოიჩინეს გულადი ქოქოლაძემ და ელიოტმა, მეხუთე გოლი კი სუარესის ანგარიშზეა.

ხვალ ბათუმის “დინამო” იტალიის ჩემპიონ “სან ბენედიტოს” შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი უკვე 1/8 ფინალშია გასული და ეს შეხვედრა ბათუმელებისთვის მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს, “დინამო” გამარჯვებისთვის ბრძოლასა და ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებას აპირებს.

მსგავსი