ბრაზილიის ნაკრები პლაჟის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები პლაჟის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

პლაჟის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა იტალია დაამარცხა.

შეხვედრა, რომელიც დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) გაიმართა, ბრაზილიამ 6:4 მოიგო.

ბრაზილიის ნაკრები მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი პლაჟის ფეხბურთში. იტალიის ნაკრები კი მესამედ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.

ტურნირი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართებოდა.