პირველი არხის თანამშრომლებმა წნორში ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
22:19, 28.12.2017
პირველი არხის თანამშრომლებმა ქალაქ წნორში მდებარე თავშესაფარ „ბეთელის“ ბენეფიციარებს საახალწლო სურვილები აუსრულეს.
საჩუქრები ხანდაზმულებისთვის მათი სურვილებიდან გამომდინარე შეირჩა.
31 დეკებერს საახალწლო „მოამბეში“ ნახავთ სიუჟეტს, როგორ ცხოვრობენ, რაზე ოცნებობენ და ელოდებოდნენ თუ არა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები დავიწყებულ ყურადღებას.