ჩეხეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
ჩეხეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

ჩეხეთის ქალაქ ვეიპრტიში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავშესაფარში გამთენიისას, 06:00 საათისთვის გაჩნდა, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები.