გერმანიაში, ხანდაზმულთა თავშესაფრიდან ორი მოხუცი როკ ფესტივალ Wacken Open Air-ზე დასასწრებად გაიქცა
გერმანიაში, ხანდაზმულთა თავშესაფრიდან ორი მოხუცი როკ ფესტივალ Wacken Open Air-ზე დასასწრებად გაიქცა

გერმანიაში, ხანდაზმულთა თავშესაფრიდან ორი მოხუცი მამაკაცი როკ ფესტივალ Wacken Open Air-ზე დასასწრებად გაიქცა.

ხანდაზმულთა თავშესაფრის თანამშრომლებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც შეამჩნიეს, რომ ორი მოხუცი დაიკარგა. ისინი პოლიციამ ფესტივალზე იპოვა.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ მოხუცები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ და თავშესაფარში დაბრუნება არ სურდათ.