საფრანგეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციით ოთხი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციით ოთხი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ქალაქ ლერმის ერთ-ერთ ხანდაზმულთა თავშესაფარში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციით ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას მედიასაშუალება „ფრანს 24“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სადილის შემდეგ 22 ადამიანს აღენიშნებოდა გულის რევის შეგრძნება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქტებს ექსპერტიზა უტარდებათ.