ჩეხეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა
ჩეხეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის ქალაქ ვეიპრტიში ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ შვიდი პირი, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავშესაფარში გამთენიისას გაჩნდა, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები. ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.