პირველი არხი გაშუქებული თემების სტატისტიკას აქვეყნებს
პირველი არხი გაშუქებული თემების სტატისტიკას აქვეყნებს

პირველი არხი გაშუქებული თემების სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს, წლიური მაჩვენებლების მიხედვით რომელი თემების გაშუქების სიხშირე იყო მზარდი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული მედია, 2019 წლიდან სპეციალურად შექმნილი შიდა მონიტორინგის სისტემის საშუალებით, პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, ყველა პლატფორმაზე გაშუქებული თემების სტატისტიკას აწარმოებს. ინფორმაცია მონიტორინგის პროგრამაში სისტემატიზებულია 13 ძირითად და 132 ქვემიმართულებად, რომელიც მუდმივად განახლებადია.

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, პრიორიტეტული თემების უმრავლესობის გაშუქების სიხშირე მზარდი იყო. განსაკუთრებით გაიზარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით უკრაინაში მიმდინარე ომის, საერთაშორისო პოლიტიკისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაშუქებისთვის დათმობილი დრო.

ასევე, ზრდა იყო სამოქალაქო საზოგადოებისა  და საერთაშორისო ეკონომიკის თემების გაშუქებასთან მიმართებაში.

მონიტორინგის პროგრამით ასევე იზომება გაშუქებული სუბიექტები. მონაცემთა დამუშავება ხდება როგორც მათი სქესის, ასევე წარმომადგენლობის მიხედვით. პროგრამის შესახებ ვრცლად.