სისხლის უანგარო დონაციაში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯილდო მიიღო

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, ტრანსფუზიოლოგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე ჰემატოლოგიის ინსტიტუტის 90-წლიანი ისტორია გაიხსენეს. დაჯილდოვდნენ საპატიო სტუმრები და უანგარო დონორები. ასევე მედიასაშუალებები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სისხლის ცენტრის გუნდი მაუწყებელში პერიოდულად მიდის და სისხლის ჩაბარების აქციებს აწყობს, ან თავად თანამშრომლები აკითხავენ სისხლის ბანკებს.