პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულთა ახლობლები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ
პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულთა ახლობლები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა ახლობლები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ.

ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციას შემოუერთდნენ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლები. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ისინი აქ დაკავებულთა მხარდასაჭერად იმყოფებიან. „გირჩის“ ლიდერი დაკავებულების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს.

„ეს კადრები ნანახი აქვს ნახევარ საქართველოს და ეს დაკავებები მოხდა შერჩევითი სამართლით. ეს იყო საჩვენებელი დაჭერა და აუცილებლად დღესვე უნდა გათავისუფლდნენ. გვქონდა მოლოდინი, რომ დღევანდელ სასამართლოზე მათ გაათავისუფლებდნენ, თუმცა პირიქით მოხდა და წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. ეს აქცია სპონტანურად დააორგანიზეს ოჯახის წევრებმა და მოვედით, რათა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი დღეს სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შენახვა-გავრცელების საქმეზე 18 პირია ბრალდებული. მათგან ოთხს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.