ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ეკა კულულაშვილმა არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მათი პოზიციაა, რომ გამოძიება ზოგიერთი პირის მიმართ უკვე დასრულებულია და არავითარი საფუძველი არ არსებობდა მათი პატიმრობაში დატოვებაზე მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება. გამოძიება აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა და სწორედ ამიტომ მხარემ ითხოვა საგამოძიებო პროცესი მაისის თვემდე გახანგრძლივებულიყო.

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შენახვა გავრცელების საქმეზე 18 პირია ბრალდებული მათგან ოთხს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.