ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც საუბარია, როგორ დაფინანსდეს საპროტესტო მოძრაობები კონფიდენციალურად

საინფორმაციო სააგენტო FOR.GE კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, საუბარია, როგორ დაფინანსდეს საპროტესტო მოძრაობები კონფიდენციალურად.

„ალექს ლი: როდესაც ვინმეს სურს, საპროტესტო მოძრაობებს თანხა შესწიროს (მოახდინოს დონაცია) და თან შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა, იცით, ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათით როცა ახდენ დონაციას საპროტესტო მოძრაობებისთვის, მთავრობის მიერ პროტესტის შესუსტების შემდეგ, მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებს, საკრედიტო კომპანიებს და მათგან მიიღონ ინფორმაცია შენი სახელის შესახებ. ამის მერე კი შეიძლება, მათ პოტენციურ სამიზნედ იქცე, შესაძლოა, დაგკითხონ და დაგაპატიმრონ კიდეც. საპროტესტო მოძრაობებისთვის ბიტკოინით დონაციის შემთხვევაში კი ეს შეგიძლია გააკეთო კონფიდენციალურობის დაცვით, იყიდო ბიტკოინი (ელექტრონული ვალუტა) და გაუგზავნო საპროტესტო მოძრაობებს. ვფიქრობ, დღეს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მაგალითი. გუშინ ღამით თბილისში ვიყავი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუჩაში უამრავი ჩვეულებრივი ადამიანის პროტესტმა. ბიტკოინი გვაძლევდა შესაძლებლობას, გაგვეგზავნა ფული უკრაინაში პროტესტის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, „მაიდნის“ პროტესტის მონაწილეთათვის საკვების, წყლისა და მედიკამენტების საყიდლად“.