მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყო.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმიდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.