პეტრას აუსტრევიჩუსი - შეშფოთებული ვარ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, თბილისში შექმნილ ვითარებაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
პეტრას აუსტრევიჩუსი - შეშფოთებული ვარ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, თბილისში შექმნილ ვითარებაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ

ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო და მკაფიოდ განაცხადო, რომ ჩვენ თბილისში შექმნილ სიტუაციაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივამ ჩვენ, ევროკავშირს მოგვცა აღმოსავლეთ საზღვრების ფარგლებს გასწვრივ პარტნიორობისა და უსაფრთხოების ზონის შექნის უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენი პარტნიორებისთვის ეს არის შანსი, მოიპოვონ კეთილდღეობა და სტაბილურობა ევროპული სტანდარტების მიღებით. გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ, მათ შორის ის, რომ პროგრამების განხორციელება მათი ასპირანტი ქვეყნების რეალობასთან, საჭიროებებთან და მისწრაფებებთან მორგების გარეშე არ მუშაობს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი ათი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ამბიციური და პროექტების გამოგონების ნაცვლად, ჩვენ უნდა მოვიწვიოთ ჩვენი პარტნიორები იმ პროექტებში, რომლებსაც თავად ვახორციელებთ ევროკავშირის შიგნით“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

პეტრას აუსტრევიჩუსის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორებმა“ უნდა მიიღონ ნამდვილი პარტნიორობა და შესაბამისად, ჩაერთონ ევროკავშირის ინიციატივებსა და პროგრამებში კლიმატის, გაციფრულების, ხელოვნური ინტელექტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით.

„აშკარაა, რომ მათ, ვინც მეტ ძალისხმევას მიმართავენ რეფორმების შესრულების მხრივ პოზიტიური შედეგების მიღებისკენ, უნდა მიეცეთ მკაფიო მისწრაფებები ევროკავშირის შიგნით. ჩვენ გვყავს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობის გარეშე მონაწილეობენ ჩვენს ერთიან ბაზარში. კოლეგებო, უნდა აღვნიშნოთ, რომ დემოკრატიული კრიტერიუმები, კერძოდ, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო და მკაფიოდ განაცხადო, რომ ჩვენ თბილისში შექმნილ სიტუაციაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.