ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი – „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.
როგორც აუსტრევიჩუსი წერს, „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი.
„საქართველოში დემონსტრანტები აჩვენებენ სიმტკიცეს, შეეწინააღმდეგონ რუსული სტილის ჩარევას ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების მცდელობებში. „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“, – წერს აუსტრევიჩუსი.
The demonstrators in #Georgia show strong determination to oppose russian style interference in attempts to adopt so called “Foreign agents” law. The Rose Revolution spirit can save Georgia’s European future! https://t.co/wvUdVc1Eni
— Petras Austrevicius (@petras_petras) April 16, 2024