ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი - „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.
როგორც აუსტრევიჩუსი წერს, „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი.
„საქართველოში დემონსტრანტები აჩვენებენ სიმტკიცეს, შეეწინააღმდეგონ რუსული სტილის ჩარევას ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების მცდელობებში. „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“, – წერს აუსტრევიჩუსი.