„პეის ტერმინალის“ დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას მამუკა ბახტაძე გახსნის
„პეის ტერმინალის“ დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას მამუკა ბახტაძე გახსნის

პეის ჯგუფისა“და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ „პეის ტერმინალის“ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელის ტუმრები დაესწრებიან.

ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს” ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

ღონისძიება დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, 13:30 საათზე გაიმართება.