მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა
მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

„დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. კვლავ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.