გიორგი გახარია - მამუკა ბახტაძე არის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება, იყოს სიაში
გიორგი გახარია - მამუკა ბახტაძე არის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება, იყოს სიაში

მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება, იყოს სიაში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში.

ჟურნალისტების შეკითხვებს მთავრობის მეთაურმა რაჭაში უპასუხა, სადაც ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.