პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების გამოკითხვა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების გამოკითხვა მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი დააკავა.
მანამდე კი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.