კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ამ პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა უნდა გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ
კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ამ პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა უნდა გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ

თბილისის მერი კახა კალაძე ჩოხატაურში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს.

„ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავგმოთ ძალადობის ფაქტები. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის. არსებობს ფსიქოლოგიური, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, რაც ძალიან ცუდია. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, ყველა უნდა გავერთიანდეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შსს-მ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.