ვატო შაქარიშვილი - ბორჯომში რაც უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს
ვატო შაქარიშვილი - ბორჯომში რაც უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს

ბორჯომში რაც უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებს რაც ბორჯომში სემინარზე უნდა ეთქვათ, ის რომ დღეს პარლამენტთან საჯაროდ თქვან, არა მხოლოდ მოძრაობა, არამედ მთელი საქართველო გარეთ გამოვა.

„დაუანონსებიათ, იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო… გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს – რუსულად მოვიდნენ, რუსულად გვითხრეს, რუსულად… რუსულად…რუსულად… საელჩოებიც აღშფოთდებიან, ენჯეობიც გაგიჟდებიან, ალბათ „ხელოვნების“ წარმომადგენლები მორიგ კოლექტიურ წერილსაც მოაწერენ ხელს კლასიკურ ბოლშევიკურ სტილში…

ბორჯომში რაც უნდა ელაპარაკათ, ის რომ საჯაროდ თქვან, მარტო ჩვენი მოძრაობა კი არა, მთელი საქართველო გარეთ გამოვა და გადათელავს ამ ანტიქართველებს!

რა ქნან, ეტკინათ სიმართლე და მართალი ხალხის პოზიცია – სხვათა შორის, გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სრული დაცვით! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.