პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის ბეჟან გუნავაც.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, სამი ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„სამი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ისინი, ვინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მყისიერად იქნა ზომები მიღებული და დავაკავეთ. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოვიდა აქციაზე, არ დაემორჩილენ პოლიციას და შესაბამისად მოხდა რეაგირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რუსთაველის გამზირზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.